ჟურნალისტი, გიორგი იაკობაშვილი:
ვიღაც ლექსო მაჭავარიანი, რომელმაც საკუთარ თავს “სამოქალაქო აქტივისტი” დაარქვა, მშრომელთა ფართო მასებს მოუწოდებს,26 ოქტომბერს, 20:00 საათზე, საქართველოში მყოფი ყველა ამომრჩეველი, ვინც ხმას ოპოზიციას მისცემს, თავისი ქალაქის მთავარ ქუჩაზე უნდა გამოვიდეს და იქ დაელოდოს არჩევნების შედეგების გამოცხადებასო.და, იქვე: “საარჩევნო კომისიების წევრები და დამკვირვებლები ოპოზიციიდან ოდნავ მოგვიანებით შემოგვიერთდით”.რა უნდათ? რას ხლართავენ?ახლა, იმის შიშით, რომ ვინმეს ნაცი არ ვეგონოო, ადამიანმა საკუთარი ქალაქის მთავარ ქუჩაზე ვერ უნდა გაიაროს?არადა, რამდენჯერ ვთქვი – 26 ოქტომბერს 20 საათზე რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა-მეთქი!ღმერთმა არ მომიშალა და ნაცები მომიშლიან?არ არსებობს!!!აუცილებლად მივალ იმის სანახავად, თუ როგორ დაელოდება ნაცების ორი ათასი ამომრჩეველი ფუნიკულიორიდან “ოდნავ მოგვიანებით” გამოქანებულ, ასევე ნაცების დანიშნულ, ორი ათას კომისიის წევრს და ამდენივე ამდენივე დამკვირვებელს.აკაკი ხუსკივაძეს პირადად მე დავხვდებიო, – უთქვამს ლექსო მაჭავარიანს, სამოქალაქო აქტივისტს.ერთი სიტყვით, დიდი წივილ-კივილი იქნება – ოთხი ათასი გამოქანებული და ორი ათასი დამხვდური.თან, ნაცების “ელ კლასიკო” – მაჭავარიანი ხუსკივაძის წინააღმდეგ!!!
კომენტარები