ალავერდის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე დავითმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე იქადაგა.
მიტროპოლიტმა, საზოგადოებაში არსებული კითხვების პასუხად, წმინდა ზიარების საიდუმლო დეტალურად განმარტა და სახარებაში აღწერილი მაგალითებით მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
“დღეს დიდი მითქმა-მოთქმაა, რომ ეპიდემია გავრცელდა. საზღვრები ჩაიკეტა. კარანტინში არის ხალხი, მაგრამ საოცარი რამ მოხდა. მადლობა ღმერთს, მადლობა ჩვენს ხალხს და მადლობა ხელისუფალს, იმიტომ რომ საოცარი ერთიანობა გამოაჩინეს. ღმერთმა დაუშავა ეს გამოცდა, ჩვენმა ერმა ნამდვილად კარგად ჩააბარა. გუშინ ველაპარაკე ერთ ადამიანს, რომლის სასტუმროშიც არიან უცხოეთიდან ჩამოყვანილი ქართველები და სასიხარულაო ის, რომ არც ერთმა თანამშრომელმა არ დატოვა სამსახური, რაც ღვთის წყალობითა და მადლით მათთვის გვირგვინი იქნება.
გუშინ ხელისუფლების წარმომადგენელს შევხვდი და დანანებით ამბობდა, რომ ადამიანები, რომლებიც ჩამოვიდნენ უცხოეთიდან, არ უფრთხილდებიან, როგორც საკუთარ თავს, ისე გაშემომყოფებსაც, საფრთხეს უქმნიან. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენს თანამემამულეებს არ აქვთ საკუთარი მოქალაქეობრივი განცდა და მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარული. არადა ამბობენ, რომ არიან ქრისტიანები. თუ კი სირფთხილეს გვთხოვენ, ეს უნდა შევასრულოთ, სიფრთხილე სათაკილო არ არის, მაგრამ ამას თუკი ღვთის მცნების საწინააღმდეგოს გვეტყვიან, ის ქრისტიანებმა არც უნდა მოვისმინოთ”, – განაცხადა სასულიერო პირმა.
კომენტარები