„ასე ყოჩაღად დავტოვე საავაფმყოფო და დავბრუნდი სახლში! რომ არა Sopo-ს უსწრაფესი გადაწყვეტილება და რომ არა Helsicore -ის არაჩვეულებრივი ექიმების პროფესიონალიზმი – Nikoloz-ის დაჩემება რომ სწორედ ამ კლინიკაში მივსულიყავით და რომ არა ღმერთი! – რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა რომ უნდა მეცოცხლა და ალბათ, რომ არა ჩემი დაბადების დღე-ნინოობა და ჩემი მფარველი წმინდა ნინო – დღეს ვერ გეტყოდით რომ ცხოვრება გრძელდება და ძალიან მიყვარხართ!!!
დიდი, დიდი მადლობა ყველას ვინც წუხდით, მგულშემატკივრობდით და მაძლიერებდით თქვენი მოკითხვებით, სიყვარულით და თბილი სიტყვებით ! მალე დაგიბრუნდებით ძველებურად ენერგიული და მოყოჩაღებული“ – წერს ნინო შუბლაძე
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნინო შუბლაძემ მოულოდნელად ინფარქტი გადაიტანა. ამის შესახებ მისი და, სოფო შუბლაძე წერდა „ფეისბუქზე“.
მისი თქმით, დროული სამედიცინო ჩარევით ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა, თუმცა ნინოს სტენტირება მაინც დასჭირდა.
კომენტარები