“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს “ფორმულაში” აფასებს:
“ბიძინა ივანიშვილმა თავის სიტყვას დაუკარგა ფასი. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ტყუილსაც ამბობენ, მაგრამ ესეთი საჯარო, თან კრიტიკულ სიტუაციაში მიცემული დაპირება და შემდეგ ფარსის გათამაშება, რომ ეს შემთხვევით მოხდა, ძალიან ცუდია. ღმერთმა ქნას, რომ მე ვცდებოდე, მაგრამ რაიმე გარღვევა, რომ მოხდეს ან აფხაზეთის, ან ეკონომიკის, ან რუსეთის მიმართულებით, ვინ უნდა ენდოს ამ ხელისუფლების სიტყვას? შეიძლება მთავრობაში ცვლილებები განხორციელდეს, მაგრამ ვეტყოდი ივანიშვილს, რომ ეს არ იქნება საკმარისი ძალაუფლების ნაწილი მაინც რომ შეინარჩუნოს, ყოველ შემთხვევაში, ის ამას მშვიდობიანად ვერ მოახერხებს.
თუ ივანიშვილი არჩევნებს ვერ მოიგებს აბსოლუტური უმრავლესობით და ამის შანსი არც არსებობს, ის ვერც პროკურატურას შეინარჩუნებს, ვერც ხელისუფლებას შეინარჩუნებს და ვერც პოლიცის. როდესაც ვთქვი, რომ ძალაუფლების ნაწილს შეინარჩუნებს, ეს მოხდება მაშინ თუ არჩევნებს ნორმალურად ჩაატარებს, თუ ის წამოვა იმ ცვლილებებზე, რა ცვლილებებთან დაკავშირებითაც ოპოზიცია არის გაერთიანებული. ამას ხომ მოხერხება უნდა? ბურჯანაძე, „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, ყველა შენს წინააღმდეგ დააჯინო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
კომენტარები