„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ხშირად როდესაც საინფორმაციო ან იდეოლოგიურ ომზე საუბრობენ, ამას ომს უბრალოდ პირობითად არქმევენ. არადა ეს რეალური ომია. დისტანციურად მომიწია დარიას გაცნობა და მიმოწერაში მუდამ იგრძნობოდა რამდენად ჭკვიანი და გულღია ადამიანი იყო. ჩემი სამძიმარი ალექსანდრ გელევიჩ დუგინს. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს დარიას სულს“, – წერს ზურაბ მახარაძე.
ცნობისთვის, დღეს რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია საკუთარ მანქანაში ააფეთქეს.
კომენტარები