გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ადამიანს რისთვის გიბრძოლია, რისთვის შეგიკლავს თავი, რისთვის დაგიკარგავს ცხოვრების წლები, რისთვის გიტანჯია, – იმისთვის, რომ წამში გაანადგურო ეს ყველაფერი? ოპერის თეატრის დღევანდელი ფოტოები გამომიგზავნეს და ქალბატონების ნაირსახეობით სახტად დავრჩი. საერთოდ ერთ სივრცეში სუნთქვაც თუ შეეძლოთ, ვერ წარმომედგინა. ნეტა რა მოიგეს ამ ფარსში მონაწილეობით, ის გამაგებინა. ანგარება მარტო ოქროს რომ არ გულისხმობს, ვიცი. ჰგონიათ, რამეს დაუფასებს შეკრების ორგანიზატორი? დაელოდონ! ნეტა თუ ხვდებიან, ვინმეს თუ უყვარდა, ისიც რომ შემოეფანტათ.
ღმერთო, არ მინდოდა ამდენი ლუსტრაციაც რა… მართლა არ მინდოდა….”
კომენტარები