სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“დილამშვიდობისა ღმერთო!
მე ერთი უცნაური ქვეყნიდან ვარ:
-სადაც 50 ათასი შპრიცი გვაქვს და ვაქცინა-არა.
-სადაც მრავალპარტიული პარლამენტი გვაქვს და იქ მარტო ერთი პარტიაა.
-სადაც მიტინგებზე ,,გადადექის” ყვირიან და აპოლიტიკური აქციააო იძახიან.
-სადაც ყველა უსამართლობას აპროტესტებს და აქციებზე არ გამოდიან.
-სადაც ზამთრის კურორტები ხალხით სავსეა, მაგრამ საბაგიროები გამორთული.
-სადაც 90 ტურას ერთი მელიასი სიკვდილივით ეშინია.
-სადაც ქურდს კანონიერი ჰქვია და პოლიციას-კრიმინალური.
-სადაც გელათის დამანგრეველს ეკლესიების მშენებელს ეძახიან.
-სადაც მთავრობა არავის უყვარს და რომ ჰკითხო არჩევნებს მაინც იგებს.
სადაც… სადაცც…. სადაცცცცც…
ჩამო რა ამ უცნაურ ქვეყანაში ღმერთო, სალაპარაკო მაქვს შენთან.”
კომენტარები