პირველადი დახმარების ცენტრის დამფუძნებელი, ექიმი არჩილ მარშანია:
“ერთ-ერთ ოთახში ვარ სახლში, სამზარეულოში გამოვედი თავის გასანიავებლად.
13-7 წლის ბიჭები არიან, ორივე ჩემია, მაცივრიდან მოპარულ, აკრძალულ შოკოლადის მუსს წრუპავენ, არც ერთი არ ეწევა.
ერთი კითხულობს რომელ საათზე დავიშალოთო და მეორე პასუხობს, ალბათ, 12-ზე, მამა არ დაგვადგეს, დილას ყველა საკოლაში ვართ წასასვლელიო.
ერთ-ერთი ამბობს მე ჯერ ჩემი და უნდა გავაღვიძო, წყალს გადავასხავ, ან ყურში ჩავყვირებ, მერე მოვხევ რო თმით არ მითრიოსო, დედა ჩემზე ადრე გადის სამსახურში და მეცოდება, ეძინოსო.
ახალი ტელეფონში აჩვენებს ბუთლიჩს კვარას მაისურების სურათებს, დედაჩემს მინდა ვაყიდინო ან მამინის, რომელი ჯობსო.
ბუთლიჩი ეუბნება, რა ვიცი, მე ფორმებში ვერ ვერკვევი და ოთხივე ვაყიდინოთ, ჩვენი რა მიდისო.
-13-7 წლის ბიჭები
-შოკოლადისმუსიანები
-არ მუშაობენ
-9-ზე სკოლაში უნდა იყვნენ
-უფროს დას უჩიჩხინებენ
-აკრძალულ შოკოლადის მუსებს იპარავენ და ფაბჯიში ეჯიბრებიან.
ლამის გული გამიჩერდა პახმელიისგან.
ჩემი თაობის ბიჭები გამახსენდა რითი ბლატაობდნენ, ვის ვინ ყავდა ნაცემი და დაჭრილი, ვის მამას მეტი ფული ქონდა, ვინ ვის აჩმორებდა, ვინ ვის სად არეკინებდა და ვის ვისთან მიესვლებოდა.
მაინც მიყვარს ეს ბავშვები.
13 წლის ბიჭმა სამი ჯამი მუსი შევჭამე და მეტი ვერ გავქაჩეო წუწუნებდა.
ღმერთო, როგორ მინდოდა თმით მეთრია და წკიპურტებით მეცემა ორივე, მარა ვერ.
ასე რომ ჩემო ძვირფასო თაობავ, დროზე დაასუფთავეთ თქვენი მაცივარი, პახმელიაზე მალე რო გამოხვიდეთ ხოლმე.”
კომენტარები