პოეტი რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში წერს:
„ღმერთს რომ სთხოვოთ წონაში დაკლება, თქვენ საამისოდ არაფერი გააკეთოთ და მთელი დღეები თქვენი გასტრონომიული ვნებების მიხედვით ჭამოთ, სვათ და შესაბამისად, სასწორსაც არ ენდოთ, რომელიც თქვენს რეალურ წონას აჩვენებს, რადგან მხოლოდ უფლის იმედი გაქვთ და მისგან სასწაულს ელით.
დაახლოებით ღმერთის ამგვარ რწმენასთან გვაქვს საქმე საქართველოში, არა მარტო მორწმუნეთა მხრიდან, არამედ არაერთი მეცნიერისა და ექიმისგანაც, ეს აღარ ვიცი ფარისევლობაა თუ რაღაც კიდევ ახალი ვირუსი, რომლის შესახებაც ცნობიერებამ ჯერ არაფერი იცის“.
კომენტარები