ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი საქართველოში ანდრო გაბისონია:
“აგროჰაბში გერმანული სექციაა პატარა, კაი რაღაცეები ჩნდება ხოლმე მანდ. ამას წინათ მდნარი ყველი ედოთ 6 ლარად. ჯერ ერთი წავიღე, მომეწონა. მერე ორი წავიღე, მოგვიანებით 5 და სოფელშიც წავიღე. მერე ვხედავდი რომ ხშირად ცოტავდებოდა დახლი, ეტყობა ჩემსავით ბევრმა მოსინჯა და მოეწონათ, ყიდულობდა ხალხი. ეხლა რა მოხდა, ერთ დღესაც მივედი და ვხედავ ის რასაც ვყიდულობდით არ დევს, გაქრა. რამდენიმე დღეში გამოჩნდა უკვე, ოღონდ 2 თუ 2 ნახევარი ლარით ძვირად. აღარ ვიყიდე და ალბათ არც ვიყიდი და მგონი სხვებიც მასე ფიქრობენ, იმიტომ რომ სავსეა დახლი ყოველთვის.
მასე იყო სოფელშიც, ერთი სვანი კაი სულუგუნს აკეთებდა და ბაზარში ვყიდულობდი მისგან. ჯერ ცოტას მერე ერთი თავი მერე ორიც და მეტიც და თბილისშიც მომქონდა, მეუღლე ყინავდა ხოლმე, მერე სტუმარო იყო აშშ-დან იმანაც ერთი 5 თავი შეუკვეთა, მე კი ყოველ კვირას ვყიდულობდი 2-2 თავს და ა.შ. ერთხელაც მივედი და ფულს ვაძლევ ყველში მარა რაღაც მგონი ვერ დათვალე მეთქი და თურმე ცოტა გაუძვირებია. მერე მოგვიანებით რომ მივედი საყიდლად ისევ გააძვირა და მოკლედ, გქონდეს მეთქი ეგ შენი ყველი და საერთოდ აღარ ვეკარები ალბათ წელიწადი შესრულდა, სხვაგან ვყიდულობ.
ნუ, მორალი რაშია – ღორი არ უნდა იყო. ბიზნესი უნდა ამუშაო რაოდენობაზე და არა ერთეულით გამდიდრებაზე. თუ რაღაცის რეალიზაცია იზრდება, ფასი ან უნდა შეამცირო, რომ კიდევ გაიზარდოს რეალიზაცია, ან იგივე დატოვო მაინც. აწყობილ სისტემას ზედმეტი ჩარევა არ უყვარს, მოიშლება. არ ვიცი რა სარგებელი ნახა იმ აგროჰაბმა ამისთანა რომ ფასი გაზარდა როდესაც შეატყო რომ რაღაც საქონელი კარგად ეყიდება, მაგრამ იმ ყველის ნაცვლად სხვას რომ ვიყიდი ხოლმე ეგ ნაღდია.”
კომენტარები