რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადების შემდეგ, ამავე პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რესპუბლიკელების ინიციატივა – მომავლის კენჭისყრა
უბარიერო სრული პროპორციული დაარეგისტრიროს ხელისუფლებამ. რესპუბლიკელი დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია ხმის მისაცემად მხოლოდ ამ, მომავლის კენჭისყრაზე მივლენ და ოპოზიციური კოლეგების მხარდაჭერის იმედიც აქვთ.“
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ -ს გადაცემაში „დღის სტუმარი“-ს წამყვანის თეა ადეიშვილის დასმულ კითხვებს ხათუნა სამნიძისთვის დავით ბერძენიშვილის განაწყენება მოჰყვა. რომელმაც ჟურნალისტს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:
„რა სამწუხაროა, რომ ერთი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის პროპაგანდისტობა გამოსდის კარგ ჟურნალისტს...არადა, ჩვენიანია, მოვწონვართ რესპები.
რესპუბლიკელებს არ გვიჭირს ჩვენი პოზიციის დაცვა. ტონალობასაც შესაბამისს შევარჩევთ….“
ბერძენიშვილს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უპასუხა.
ნიკა გვარამია: „ჩემი? თეა ადეიშვილთან ინტერვიუ ჩემი პროპაგანდაა და ვინმე ერთი პარტიის? არ გრცხვენია?
ღრმა უსინდისობა, ვერაგობა და უმადურობაა ეს და არ გამოვა ამ განცხადების უკომენტარობა, ძვირფასო რესპუბლიკურო პარტია.“
დავით ბერძენიშვილი: ხათუნას მიერ გაჟღერებული რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში რა არის სამარცხვინო?
ნიკა გვარამია: შენს სტატუსზე ვამბობ, დათო, რა ხათუნა, შენ ხო ჯანმრთელად ხარ?
დავით ბერძენიშვილი: სტატუსი განცხადებაა?
ნიკა გვარამია: ნუ ახლა შენ თუ თავის მოსულელების ხასიათზე ხარ, მანდ დარჩი.
დავით ბერძენიშვილი: შენ როდის გაქვს გადაცემა, თუ გინდა ვილაპარაკოთ ერთი ერთში, შენს ეთერში.
წყარო – აიპრესი
ამ მომენტისათვის, დავით ბერძენიშვილს ზემოთ აღნიშნული პოსტი წაშლილი აქვს, მეტიც, მან ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა – “თეა, ბოდიშს გიხდი!”
კომენტარები