თეოლოგიის მაგისტრი, წმიდა თეოდორე ტარსელის სახელობის დისტანციური სწავლების ცენტრის (დიდი ბრიტანეთი, ლონდონი) დამფუძნებელი, გურამ ლურსმანაშვილი:
“ვნების კვირაში, უღმერთო რუსეთმა ომის მეორე ფაზა დაიწყო. ღრუსებმა შეავსეს მარაგები, ზურგიდან მომარაგების პრობლემა აღარ აქვთ, კიევიდან (უკრაინის ჩრდილოეთიდან) გადაჯგუფებული ცოცხალი ძალა აღმოსავლეთით გაამაგრეს და დაიწყეს მასირებული შეტევა უკრაინულ ძალებზე და პოზიციებზე. შეტევა ერთდროულად ხდება ბევრ ლოკაციაზე, რათა უკრაინელების თავდაცვითი ხაზები დაირღვეს. დაუნდობლად იბომბება ნიკოლაევი და ფართომასშტაბიანი შეტევა მომდინარეობს ზაპოროჟიეზე (ზაპოროჟიე მარიუპოლზე ალყის მოხსნის ერთ-ერთი გასაღებია), ხარკოვზე და დონეცკ-ლუგანსკის უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე აღარაფერი ვამბობ, ისეც მიხვდებით.
მეორე ფაზაც უნდა მოიგოს უკრაინამ!
P.S. პოსტი განახლებადია…”
კომენტარები