საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მეთაურ მამუკა მამულაშვილს და უკრაინაში მყოფ სხვა მებრძოლებს ამორალურები და ღირსებააყრილები უწოდა, ჟურნალისტი ჩაეკითხა, იმ მებრძოლებს, ვინც მამულაშვილთან ერთად “ქართულ ლეგიონში” იბრძვიან ღირსებააყრილს უწოდებს? კითხვას ღუდუშაურმა ასე უპასუხა:
„ადამიანს თუ უნდა წასვლა იდეისთვის ვაჟკაცობაა და წავა, მაგრამ როცა არ უნდა წასვლა და ეუბნები, რომ ფულს მოგცემ, ფულის სანაცვლოდ რომ ხდება ეს – თუთაშხია ხომ გაქვთ ნანახი, წაკითხული თუ არა, იქ კიკუ კი არ არის მთავარი, ვინც მას კიკუდ აქცევს ის არის მთავარი, ფულის სანაცვლოდ არ უნდა გააკეთებინო ეგ. ღირსებას ეს კი ვერ აყრის, ვერც „ნაციონალური მოძრობა“, ვერც მამულაშვილი მოქალაქეებს ღირსებას ვერ აყრიან, 9 წელი ამას ცდილობდნენ.
დღეგამოშვებით გამოდის ეს ადამიანი პარტიული ტელევიზიებით და ქართველ ხალხს ჭკუას გვასწავლის, აღარ ვსაუბრობ იმას, როგორი შეურაცხმყოფელია მისი გამოსვლები ხშირად. ამ ადამიანს როგორც ვხედავთ ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ამორალურია, როცა ადამიანებს ფულის სანაცვლოდ… ძალიან მიმძიმს ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ სხვა არაფერია თუ არა დაიქირაო ადამიანი იმისთვის, რომ იქ საკუთარი მიზნები გაატარო, რაოდენ დიდი მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს და ბუნებრივია, ეს აქ არ და ვერ იკვეთება. ამორალურია თანხის სანაცვლოდ ადამიანების საომარ მოქმედებებში წაყვანა, ეს არის პირდაპირ შენი მოქალაქეების უბრალოდ ღირსების აყრა, რომ მოგცემ თანხას და ამ თანხის სანაცვლოდ საკუთარი ოჯახი, სიცოცხლე დააყენე რისკის ქვეშ და წამოდი საომარ მოქმედებებში.”
წყარო – ინტერპრესნიუსი
კომენტარები