„სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით „ოცნების“ ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შვილს აშშ-ში 476 ათასდოლარიანი სახლი აქვს:
„ პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შვილმა აშშ-ში სახლი 476 000-დოლარად შეიძინა.
სანდრო ვოლსკიმ სახლი ვაშინგტონში 2019 წელს იყიდა. ის უფროს მრჩევლად მუშაობს Culmen International-ში, რომელიც ამერიკის მთავრობის კონტრაქტორი კომპანიაა.
გია ვოლსკი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყანაში რუსული კანონის მიღებას.“
კომენტარები