არასამთავრობო ორგანიზაცია Femina–ს დამფუძნებელი, ნინო ბაისონაშვილი:
“ახლა გიამბობთ ორ მაგალითში, რა პატარა და რა დიდი შეიძლება იყოს ადამიანი.
1. ჩვენი ერთ -ერთი ბენეფიციარი, მარტოხელა დედა, რომელიც ახლობელთან ცხოვრობს და უამრავ საქმეს აკეთებს,რომელიც, ცხადია, სრულიად შეუმჩნეველი და აუნაზღაურებელია, მიყვება, რომ მისმა პატარა გოგონამ ოჯახის ბავშვის გადაგდებული, დამტვრეული, ნაგვის ყუთში გადაგდებული სათამაშო აიღო, რაზეც იმ წამსვე უსაყვედურეს დედას, თუ რატომ აიღო უნებართვოდ გადაგდებული სათამაშო (!) მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს საყვედურები, რაც დედამ უთხრა, რომ სათამაშო გადაგდებული იყო. ბავშვს ამ სათამაშოთი სძინავს.
2 იმავე დედას,რომლის გარდა მის გოგონას არავინ ყავს, მრავალჯერ დავუფინანსეთ ჩვენი მობილიზებული თანხებით ოპერაცია, ბავშვის კვება, მედიკამენტები. ებრძვის არაერთ დიაგნოზს. ბოლოს უკვე სხვა გზებს ვეძებდი, პროგრამებს და ა შ ვერაფერს მივაკვლიე. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ არაჩვეულებრივ გოგოს გავუზიარე, რომელმაც მედიკამენტების 80% დაუფინანსა საკუთარი ნებით და ხარჯით და ვინაობის გამხელაც კი არ ისურვა,სრულიად უცნობ ქალს. ამ დახმარების ხელმა ეს ქალი მყისიერად გამოაცოცხლდა და დაუბრუნა რწმენა, რომ ყველაფერს შეძლებს.
განა რამე, ეს ამბები ერთ დღეს მოხდა და ამაზე ნათელი ილუსტრაცია იმისა, რა პატარა და დიდი შეიძლება იყოს ადამიანი, მე ვერ წარმომიდგენია, ასე აშკარად გამოხატული ორი პოლარული საწყისი სიკეთისა და ბოროტებისა, იმისა, თუ დღეში რამდენჯერ ვკლავთ და ვაცოცხლებთ ადამიანები ერთმანეთის რწმენას ერთმანეთში.
პ.ს ამბავს, ცხადია, ნებართვით ვწერ, არასდროს არცერთი სიტყვა ჩემგან ბენეფიციარის უნებართვოდ ანონიმურადაც არ გასულა.”
კომენტარები