ტვ პირველის ინფორმაციით, გარდაცვლილ საბა გახოკიას ახლობლები პირად საუბრებში, დანაშაულის მოტივად წარსულში მომხდარ კონფლიქტზე შურისძიებას ასახელებენ.
მედია, გარდაცვლილის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ 20 წლის წინ გიჩო მარგველაშვილსა და საბა გახოკიას შორის გარკვეული დაპირსიპირება იყო, რა დროსაც მარგველაშვილმა ცივი იარაღით დაჭრა გახოკია, რის შემდეგაც გარდაცვლილი, წლების განმავლობაში ცდილობდა შური ეძია მარგველაშვილზე.
ოჯახის წევრები იმასაც ამბობენ, რომ მათ საბა გახოკიას განზრახვის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილი კაცის ცხედარი პროცექტურიდან სახლში გადაასვენეს. გახოკია ბიზნესმენი იყო, ის სამშენებლო მასალების ბიზნესს ფლობდა.
კომენტარები