საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მიხეილ სააკაშვილი “ივანიშვილის სარდაფიდან” 800 მილიონი დოლარის ამოღებასა და ხალხისთვის დარიგებას მოითხოვს.
გიგა ბოკერია ნანობს, რომ ამირან გამყრელიძე არ დააპატიმრეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ.
ასეთი რეგვნული სიძულვილით არის გაჟღენთილი ამ ავადმყოფების მხარდამჭერთა პოზიციებიც.
ეს საოცრად გონებაშეზღუდული, კერპთაყვანისმცემლობით დაბრმავებული ადამიანები ცდილობენ კორონავირუსის საკითხი რუსულ თემას მიაბან.
“ოკუპანტის ტანკებს ვერ ხედავთ და კორონას დაინახავთ?” –წერს კარანტინში მყოფი ექიმი მაკარიძე.,
რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ამიტომ,
არანაირ კოალიციაზე და პოლიტიკურ გარიგებაზე ამ მავნებლებთან ლაპარაკი არ შეიძლება არსებობდეს, სულ რომ შუაზე გაიხეს ნებისმიერი გავლენის მქონე საგარეო ძალა.
ეს ისედაც მიუღებელი იყო ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობისათვის..
ახლა კი, ასეთი ამაზრზენი მოქმედებების შემდეგ, ეს ამბავი მათი მომხრეებისათვისაც ნათელი უნდა იყოს.
კარგი იქნება, თუ ახლა მაინც გამოიტანენ სათანადო დასკვნებს. “
კომენტარები