„ალეკო ელისაშვილს რა დაეჯერება, კობახიძეზე უარესია და უფრო ქოცი, იმის მიხედვით რასაც იძახის, ის კობახიძეზე უფრო მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას. რაც შეეხება „გირჩს“, ეგ ქლიავების პარტიაა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიგი უგულავა ამ კომენტარით პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით გამართული მოლაპარაკების მეორე რაუნდი ოპოზიციამ ჩაშალა.
ინფორმაციისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.
ოპოზიციის წარმომადგენლები სამომავლო გეგმებსა და და 15 მაისს დაგეგმილ აქციაზე მსჯელობენ.
კომენტარები