გიგი უგულავა სასამართლო პროცესიდან გააძევეს. მომხდარს წინ უღოდა პროკურორთან შელაპარაკება.
„ეს არის ჩვეულებრივი “ტროიკა”, რომელმაც უარი თქვა, კი, ბატონო, კოვიდრეგულაციების გამო ამდენი კამერა ვერ შევა, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, მაშინ პირველმა არხმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აწიოს სიგნალი და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა. ანუ სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. სასამართლომ გვითხრა, რომ მას ფეხზე ჰკიდია. პროკურორმა ჯარჯიმ უთხრა არა, ე.ი. არა. ახლა მეორე საკითხი, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა,რ ომ მხარეს ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს. არსად დედამიწაზე არ ხდება, რუსეთი არ აკეთებს ამას, რომ სასამართლოზე მოსვლა როცა უნდა ადამიანს, პატიმარს, უარს ეუბნები, – განაცხადა სასამართლოდან გამოსვლის მერე უგულავამ.
კომენტარები