ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე, თბილისის მერობის კანდიდატად ოპოზიციურმა სპექტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას კანდიდატურა უნდა განიხილოს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დროა, ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო.
„ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია – ციხეში“, – წერს უგულავა.
ამასთან, მისივე თქმით, თუ დოკუმენტის პირობები შესრულდება,15 მაისის მანიფესტაცია უნდა გადაიქცეს შეჯერებული კანდიდატების {თბილისის მერობის კანდიდატის} ნომინაციის საზეიმო მანიფესტაციად.
კომენტარები