ჟურნალისტი, ლელა კურდღელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“უგულავა არ აფრიალებდა ბიუჯეტის ფულს და საერთოდ,თბილისში ბიზნესების ახევაზე არ მუშაობდა? – კი!
უზენაესის გადაწყვეტილება მოტივირებული არ იყო?- დიდი ალბათობით – კი!
პროცედურულად სწორად გაკეთდა ეს ყველაფერი? – არ ვიცი!
არსებობს გასაჩივრების ინსტრუმენტები? – კი!
პოლიტიკოსები ამას გამოიყენებენ – კი!
კიზინგერი გაბრაზდება? – გაბრაზდა უკვე!
მე ვბრაზობ? – არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებაც შეეძლო,მაგრამ ასეთი მიიღო. პროცედურის ამბავია და მიხედავენ პროცედურულად.
გიგისგან რაღაცეები ცუდად მახსოვს. ასე 11 წლის წინ მებლატავა. კიდევ იყო შემთხვევები 2003 წელს. ჰოდა, რადგან სახელმწიფოს ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ იმ დროს ვარ, როცა არჩევნები დგება, ამიტომ შემიძლია არხეინად გავაგრძელო ამ ორომტრიალზე დაკვირვება და – განგის დინების თვალთვალი.”
კომენტარები