არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრი, მზია ქედელიძე:
გილოცავ, ერო!!
მოსმენები აღარ იქნებაო და რად გინდათ საძინებელში შემოგეჭრნენ!!!
პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მთელი ინტერნეტის კონტროლის უფლებას აძლევს. ადრე მესამე მოსმენის კენჭისყრაზე გაჩერდა, ახლა კი ბოლომდე მიიყვანეს საქმე. ასე რომ, სუს-ს მარტო მოსმენები კი არა, ინტერნეტიც ჩაუვარდა ხელში”!
“ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 77-მდა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.
პროექტის თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები 3-კატეგორიად დაიყოფიან. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
ამასთან, ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.
კენჭისყრის წინ, კანონის ამოქმედების ვადა დაკორექტირდა და 2021 წლის 30 დეკემბრით განისაზღვრა.
კომენტარები