მწერალი ტორესა მოსი:
„გილოცავთ ჩაბარებას, სანამ მიხვდებით, რომ ეს თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომაა, დაკარგული დრო, სანამ გააცნობიერებთ, რომ ეს პროფესია, რაც თქვენ აირჩიეთ, რეალურად თქვენი სულაც არ არის და საერთოდაც, გვაქვს თუ არა ქვეყანაში თუნდაც ერთი უნივერსიტეტი, რომელიც თავისი შინაარსით მართლა უნივერსიტეტია, საკითხავია.
გილოცავთ, რადგან გიხარიათ, მაგრამ რაც მალე გაუსწორებთ თვალს რეალობას და დაიწყებთ ბრძოლას საკუთარი ცხოვრებისთვის, მით უკეთესი თქვენთვის.
ჰოდა, კიდევ, ამ ქვეყანაში არავის უყვარს ბავშვები და ახალგაზრდები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთვის იარსებებდა სტუდენტური საცხოვრებლები, უნივერსიტეტები განაწილებული იქნებოდა მინიმუმ რამდენიმე შედარებით პატარა ქალაქში, სადაც საშუალება გექნებოდათ უფრო კონცენტრირებული ყოფილიყავით აკადემიური კვლევის პროცესებზე, ყველგან და ყველაფერზე გექნებოდათ დიიიიიდი ფასდაკლება და ქვეყნის მასშტაბით ყველა ტრანსპორტი, მუზეუმი და თეატრი იქნებოდა უფასო წინასწარი დაჯავშნით, გექნებოდათ სტაჟირების მრავალფეროვანი შესაძლებლობები და სტუდენტური სამუშაო თავისი გრაფიკით, ანაზღაურებითა თუ პირობებით იქნებოდა საუკეთესო შესაძლებლობა. იარსებებდა უამრავი სტიდეპენდია და პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა თქვენს ზრდასა და განვითარებაზე.
გილოცავთ, მაგრამ უნდა იბრძოლოთ, თქვენ ამას ვეღარ მიიღებთ, მაგრამ თუ იბრძოლებთ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანაში მართლა შეიძლება გაჩნდეს უნივერსიტეტი და მართლა შეიძლება იყოს სტუდენტობა მისალოცი ამბავი.”
კომენტარები