ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია გუბანოვას ევროპის ჩემპიონობას საქართველოს სახელით ასე ეხმაურება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
„გილოცავთ, გილოცავთ
აწი და აწი სულ რუსები გვასახელებენ .
მოკლედ, რუსმა სპორტსმენმა, რომელმაც სანქციებს საქართველოს ხელშეწყობით აარიდა თავი და ტურნირზე შეიპარა, გვასახელა. მიეცეს ლხენა, რაღათქმაუნდა. ეს ემოციურად, დედურად, კეთილად. ხოლო რაციონალურად –
რად გვინდა ეს სახელი? გვინდა, თუ ფიგურული ციგურაობა სპორტის ეროვნულ სახეობებში ადგილს დაიკავებს, სკოლა ჩამოყალიბდება და მოედნები გვექნება, თუ ეს არ მოხდება, უბრალოდ ერთ რუსის გოგოს შევუწყვეთ ხელი პირად კარიერაში.
ასეთია მოკლე შინაარსი.
პ.ს. მცირე ჩასწორება 2021-დან ჩამოვიდაო. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ამას სპორტის ამ სახეობის განვითარება მოჰყვება, არის ჩვენი ნამდვილი ხეირი, თუ არ მოჰყვება, ერთჯერადი სიხარული ქვეყნის დროშის გამოჩენის გამო“
კომენტარები