ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე:
ჟურნალისტი ერთხელ ხდები, შენი გული გეუბნება რომ ესაა შენი მოწოდება და ამის მერე უკვე სულ ხარ ყველგან და ყოველთვის.ჟურნალისტი საზოგადოების ინტერესების დამცველია და არა მისი მტერი. ჟურნალისტი საზოგადოების ნაწილია და არა მის პირისპირ მდგომი. დიახ, ჟურნალისტი სულ უნდა იყოს მხარე და სულ უნდა ქონდეს საკუთარი პოზიცია – ეს ხალხის მხარე და ხალხის პოზიციაა რადგან ჟურნალისტი სწორედ თვითონაა ხალხი!ჩემთვის ნამდვილი ჟურნალისტიკა ისევ იმ ცხელ წერტილებში ყოფნა და იქიდან ამბის ღირსეულად გამოტანაა როგორც ყოველთვის იყო. ცხელი წერტილები აუცილებლად ომს და ტყვიებს არ ნიშნავს, ცხელი წერტილები ამბის ისე მოპოვება და ხალხისთვის გადაცემაა, რომ საკუთარი რისკი და შიში არავის დაანახო და არც დაამადლო!ნიჭიერებასთან ერთად ჟურნალისტის მთავარი იარაღი მაინც პროფესიული ღირსება მგონია. ის ღირსება, შეუძლებელს რომ შეგაძლებინებს და ერთხელ, ორჯერ, ასჯერ გადარჩენილს კიდევ დაგაბრუნებს იმ ცხელ წერტილებში სადაც შენი საყვარელი პროფესია გეძახის.გილოცავთ ყველას, ყველა კოლეგას ვისაც ბრძოლის ველზე არ ჩაუსვრია.
კომენტარები