ინტელექტკლუბის ,,რა?სად?როდის?” წევრი ცვატა ბერძენიშვილი:
,,გინახავთ, როგორ ისწავლება სკოლებში საქართველოს ისტორია? მე მინახავს – არამხოლოდ როგორც მოსწავლეს.
აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევებში ეს არის ფუყე სადღეგრძელოები.
ჩვენი წინაპრები, მეფეები, თავადები, გლეხები, ბევრ კარგთან ერთად, ბევრ ცუდსაც სჩადიოდნენ – გადახედეთ ძველ ხელნაწერებს, ევროპელი მოგზაურების ჩანაწერებს – თმები ყალყზე დაგიდგებათ.
და ამ დროს ქართველი მეფეების და, ზოგადად, წარსულის გაღმერთება, იდეალურად დახატვა და ხოტბის შესხმა სპობს ყოველგვარ კრიტიკულ განსჯას და აზროვნების სრულ დეგრადაციას იწვევს.
ეს ყველაფერი კი მშობელია ცარიელი, უვიცი და გულზე მჯიღდარტყმული პატრიოტიზმისა, რომელიც საერთოდ არაფერს ეფუძნება, გარდა მითებისა და ლეგენდებისა.
სამწუხაროა, მაგრამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ გამოგონილი პატრიოტიზმის ტყვეობაშია. ყოველდღიურად ვართ ამის მომსწრენი.”
კომენტარები