“გასაგებია, რომ კორონას გარდა აღარც სხვა ავადმყოფობა და პრობლემა არსებობს და , საერთოდ, სიკვდილი აქამდე არც არსებობდა, მხოლოდ კორონის შემოსვლის შემდეგ გახნენ ადამიანები მოკვდავნი, ხოლო ამ მდგომარეობიდან მათ ვაქცინის სასწაული იხსნის, მაგრამ ამ უმაყუჩო მანქანებმა და მოტოებიმა ქალაქში ცხოვრება რომ შეუძლებელი გახადეს, ესეც კორონის ბრალია?” – წერს სოციალურ ქსელში “ერი, რაობა, ერთობას” წევრი სოსო მანჯავიძე.
“გინდა ნაგავი დაუყრიათ თავზე და გინდა ასეთ ხმაურში გიცხოვრია.
და მაინტერესებს, ეს პრობლემა არ აწუხებს მათ, ვისაც მისი მოგვარება ხელეწიფება?
მე პირადად რამდენი წელია ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ რად გინდა?
შეაყარე კედელს ცერცვი.” – წერს მანჯავიძე.
კომენტარები