ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი საქართველოში ანდრო გაბისონია:
“ამკრძალავი ნიშნების ქვეშ ავტომობილების პარკირება არის წესების დარღვევა? არის! პატრული რომ ჩაუვლის რეაგირების გარეშე, არის ეს დანაშაული? არის! ერთხელ ჩაუვლის, შეიძლება შემთხვევითობაა, მაგრამ რეგულარულად, ეს უკვე სისტემური დანაშაულია.
ყალბად “ავარიულებით” სადაც ხოში აქვს მძღოლს იქ გაჩერება და მოძრაობის შეფერხება, არის წესების დარღვევა? არის! პატრული რომ ჩაუვლის რეაგირების გარეშე, არის ეს დანაშაული? არის! ერთხელ ჩაუვლის, შეიძლება შემთხვევითობაა, მაგრამ რეგულარულად, ეს უკვე სიტემური დანაშაულია.
და ასე თითქმის ყველა ინსტიტუციაში. ეს არ ეხება მხოლოდ მძღოლების და პატრულის სფეროს, ეს არის დღეს მგონი ყველა სხვა სფეროშიც. რას აკეთებს ამ დროს ოპოზიცია? იმის მაგივრად სერიზოული მოკვლევა ჩაატაროს, მოაწყოს კანონიერი მიტინგები სისტემური დანაშაულების წინააღმდეგ, რაც აი პირდაპირ ზედაპირზე დევს, აიძულოს სამინისტროები შეასრულონ საკუთარი უფლებამოსილება, დასდევენ ცალკეულ ჩინოვნიკებს, ქილიკობენ, ცალკეული ადამიანების ნაკლოვნებებზე საუბრობენ და ამ დროს სისტემური დანაშაულები სულ უფრო ღრმავდება.
საქმე იმაშია, რომ ეს ოპოზიციონერები, ვინც სხვებზე ქილიკობთ, რა ვიცი, მე მგონი ძალზედ არ განსხვავდებით მათგან, უბრალოდ ამ დროის მონაკვეთში მათგან ბარიკადების სხვა მხარეზე იმყოფებით. ებრძოლო სისტემურ დანაშაულებს და არა მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებზე იხარჯებოდე, დღეს მე მგონი ერთი, სრულიად აუთვისებელი სივრცეა ქვეყანაში, რამაც შეიძლება აიძულოს სახელმწიფო შეასრულოს თავისი კონსტიტუციური უფლება მოვალეობები, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება, არც თქვენ ხართ ამის ძაან მსურველები და ქმნით ბრძოლის ილუზიას, როდესაც ვიღაცეების მაგალითად ფიზიკურ ნაკლოვანებებზე იწყებთ ჟრიამულს. გარკვევით უნდა იცოდეთ, რომ სისტემური დანაშაულების გამოვლენა და მერე ოპოზიციის სპექტრის მხრიდან ამ ინსტიტუციებზე მუდმივი წნეხი, შეძლებს შედეგის დადებას და სახელმწიფო ინსტიტუციების ამუშავებას, მაგრამ თქვენ თავად გინდად ეს?
გინდათ რომ მთავრობამ ახალი გზები და ხიდები აშენოს? გინდათ რომ საცობების პრობლემა მოგვარდეს? გინდათ რომ ხელფასებმა 4-ჯერ მოიმატოს? პენსიები გაეზარდოს პენსიონერს 10-ჯერ და მან შეძლოს დასვენება თავის რჩეულთან ერთად სადმე ხმელთაშუა ზღვაზე? გინდათ, რომ საქართველო შევიდეს მსოფლიო ეკონომიკის 10-ში? სასამართლო რომ იყოს დამოუკიდებელი? ქალაქებს რომ პოლიციის ხალხის მიერ არჩეული შერიფი ყავდეთ და მოადგილეები კი სამინისტროდან იმართებოდნენ? გენერალური პროკურორი რომ ხალხის მიერ არჩევითი თანამდებობა იყოს?… ვერ ჩამოთვლი ყველაფერს. ხოდა მერე “ჩვენ ვინღა აგვირჩევს” არა, ძვირფასო ოპოზიციავ?”
კომენტარები