გიორგი ჩალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა:
“საჭიროა ერთად დასხდომა და საუბარი. ეს საქმე უნდა დაწყებულიყო გასულ წელს, 3 ოქტომბერს. პრეზიდენტი სააკაშვილის საკითხი არის ერთადერთი, რაზეც სრული კონცენტრირებაა საჭირო. შესაბამისად, ჩემთვის ყველაფერი სხვა არის მეორეხარისხოვანი. დღეს ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას ვუსმინე, ვხსნი ჩემს კანდიდატურას. მე აღარ დავაყენებ არჩევნებზე ჩემს კანდიდატურას. ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის. ძალიან მომწონს და ვიღებ ამ ნათქვამს ისე, როგორც არის ზუსტად ის, რაც დავასახელე, ჩვენი ხალხის, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერების, ჩვენი ქვეყნის ერთგული ხალხის სურვილი. იმედი მაქვს, რომ პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი ამომიდგება მხარში, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ერთად გადავარჩინოთ“.
დღეს ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა. მან ჩალაძეს შესთავაზა, შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური შტაბი, რომელსაც სწორედ ჩალაძე უხელმძღვანელებს.
კომენტარები