დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ საქართველოს მთავარ პროკურორს ანგარიშები “საქართველოს ბანკმაც” დაუხურა.
გიორგი გაბიტაშვილის მსგავსად, ქვეყნის უმსხვილესმა ბანკმა ანგარიშები საგამოძიებო სამსახურის უფროსს და შს საქმეთა მინისტრის მოადგილეს დაუხურა. დაბლოკილია მათი პლასტიკური ბარათები.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ბრიტანეთის მიერ, ფინანსური სანქციების დაწესებიდან რამდენიმე საათში, ოლიგარქის მთავარმა პროკურორმა წვდომა დაკარგა 250 000-ლარიან დანაზოგზეც, რომელსაც ის TBC ბანკში ინახავდა.
ცნობისთვის, ბრიტანული სანქციების დაწესებიდან, რამდენიმე წუთში, თიბისი ბანკში გიორგი გაბიტაშვილის ანგარიშები აღარ იძებნებოდა. სანქციების აღსრულების მოტივით, სავარაუდოდ ბანკმა გააუქმა მთავარი პროკურორის ანგარიშები და დაბლოკა მისი პლასტიკური ბარათები.
კომენტარები