„ალიას“ ესაუბრება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
– ბოლოს, ისევ პოლიტიკურ პროცესებს დავუბრუნდეთ, გიორგი გახარია მოდის პოლიტიკაში და უკვე გუნდს აყალიბებს. ალბათ არავის სჯერა, რომ გახარია „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის რეალური ოპოზიციონერი იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მგონია, რომ ივანიშვილს მასზე კომპრომატები ექნება. გიორგი გახარია იყო ბიზნეს–ომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, შს მინისტრი და პრემიერ–მინისტრი. შეუძლებლად მიმაჩნია, დანაშაულებრივ, მაფიოზურ კლანს ემსახურო 7 წელი და გაუსვრელი დარჩე, რაც ივანიშვილს და მის სპეცსამსახურებს არ გამოეპარებოდათ.
– ივანიშვილმა იცის ვაჭრობის ფასი. ამიტომაც არის, რომ ფული არ ენანება ადამიანის კომპრომეტირებისთვის. ის ხალხი, ვინც „ქართული ოცნებიდან“ წამოვიდა, შებოჭილები არიან. აგინებენ ირაკლი კობახიძესა და აჩიკო თალაკვაძეს და ვითომ არ იციან, რომ მათ უკან ივანიშვილი დგას. გახარია, სიმპათიურად შეიძლება „ქართული ოცნებისთვის“ გამოიყურება, თორემ ოპოზიციურად განწყობილად ამომრჩევლისთვის, ჯერჯერობით, იმ გახარიად რჩება, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას იყო. თუ გახარიამ თავი არ იმართლა და არ თქვა სიმართლე, ვისი ბრძანებით მოხდა 20 ივნისის დარბევა, კლუბ „ბასიანის“ დარბევა, „ენკასთან“ კაბალურ ხელშეკრულებას ვისი ბრძანებით მოაწერა ხელი, ვინ აიძულა, რომ ჩაეშალა ანაკლიის პორტის მშენებლობა… ამ და სხვა საკითხებზე თუ არ ილაპარაკა სიმართლე და დამნაშავეები არ დაასახელა, მაშინ პოლიტიკაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. მოკლედ, თუ ბიძინას არ დაუპირისპირდა, ვერაფერს მიაღწევს და თუ დაუპირისპირდა, რატომაც არა, იყოს პოლიტიკაში. მე მგონია, რომ რაღაცას იტყვის. რას? ეს მალე გამოჩნდება. ისე, ამ გზით თუ წავიდა, ჩამოანგრევს „ოცნებას“.
ლევან ჯავახიშვილი, „ალია“
კომენტარები