“შეიძლება, გიორგი გახარია ძალადობის მსხვერპლია”-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში განაცხადა.
გოგიჩაიშვილის თქმით, გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან წასვლა სურდა, თუმცა გუნდის ნებას დაყვა პრემიერად დანიშვნაზე.
” მე სერთოდ, ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობა არ უნდოდა. შეიძლება, ძალადობის მსხვერპლია ამ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი გახდა, გინდა თუ არა პრემიერი უნდა გახდე, გუნდს სჭირდებაო.
შეიძლება, გიორგი გახარიას გადადგომაც კი უნდოდა შს მინსიტრობის დროს და გუნდმა არ გაუშვა, საერთო გაგების მსხვერპლი გახადა”
კომენტარები