საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიულად და წარმატებულად ჩატარდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა.
„ყველაფერთან ერთად, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მიზანი გახლავთ, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი. ჩვენი ყველას მიზანი არის ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კომენტარები