გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ “ქართულ ქარტიას”. ინფორმაციას ადასტურებენ მის პარტიაში და აცხადებენ, რომ “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ორბელიანების სასახლეში დღეს დილით იმყოფებოდა.
ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტი დღეს ბრიფინგს გამართავს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას 20:00 საათზე გააკეთებს.
კომენტარები