პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი “ტვ პირველის” ეთერში, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და საუბრობს გახარიაზეც, რომელიც, როგორც თავად განაცხადა, არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას:
„საქართველოში უკვე არსებობს მესამე ძალაც, მეოთხეც და მეხუთეც. ბევრი პოლიტიკური პარტიაა ქვეყანაში, რომელიც 3 %-იან ბარიერს გადასცდა. შეიძლება დღეს ისინი სუსტები არიან, რადგან 3 % აიღეს, მაგრამ ხვალ, შესაძლოა, უფრო ძლიერ ძალად მოგვევლინონ. რაც შეეხება ბატონ გიორგი გახარიას, მან უნდა აირჩიოს, სად იქნება მისი პარტია, თუკი ასეთს შექმნის. თუ გახარია დაფიქსირდება როგორც ოპოზიციური მოთამაშე და ოპოზიციური ძალა, ეს სხვა საკითხია. ხოლო, თუ ის იქნება „ქართული ოცნების“ მოკავშირე, ეს უკვე სულ სხვა მოცემულობაა. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმედი მაქვს, ბატონი გიორგი გახარია არავის პროექტი არ იქნება და იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე. მეტიც, იმედია, საქართველოს პოლიტიკაში არცერთი პოლიტიკური ძალა არ იქნება ვინმეს პროექტი. „პროექტები“ ისედაც ძალიან ბევრია, ზოგი უკვე პარლამენტში ზის, ზოგი კი ახლა ემზადება პარლამენტში შესასვლელად და ეს ყველა ერთად ბიძინა ივანიშვილის პროექტია“.
კომენტარები