მანანა არჩვაძე-გაგამსახურდიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცოტნეს მდგომარეობა დამძიმდა და კლინიკა, სადაც ცოტნე წევს, არ არის ამ დაავადების მაპროფილებელი. მანანა გამსახურდია წერს იმასაც, რომ არც გახარია, არც პრეზიდენტი, არც პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას არ აქცევს და ბლოკავს.
მანანა გამსახურდიას განცხადებიდან მალევე, ცოტნე გამსახურდიას ძმამ, გიორგი გამსახურდიამ, სოციალურ ქსელში, დაწერა:
“ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია, პროცესი მიდის წინ. შემდეგ ეტაპად დაგეგმილია რეაბილიტაცია შესაბამის კლინიკაში. მთავრობის და ოფიციოზისგან არის სრული ყურადღება და მხარდაჭერა. კეთდება მაქსიმალური. კლინიკა არის საუკეთესო. დანარჩენი სხვა ინფო არის სპეკულაცია”
მოგვიანებით, გიორგი გამსახურდია, კიდევ ერთ წერილს წერს სოციალურ ქსელში:
“ძალიან სამწუხაროა ცოტნეს გარშემო ე.წ. გულშემატკივრები მტკნარ სიცრუეს რომ ავრცელებენ. ცოტა ნამუსსაც მოუხმოთ კარგი იქნება.. თუ გაქვთ საერთოდ. სხვა საქმე მონახოთ ჯობია მავნებლობის მაგიერ. ან შალიკოს ოფისს მიაშუროთ.”
კომენტარები