ხელოვნურად აგულიანებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ძლიერად არიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი განწირული არიან”-ღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ გააკეთა.
გუგავამ გადაცემაში განაცხადა, რომ ქვეყანაში სამი ძირითადი პირობა არსებობს, იმისთვის რომ მოქმედი ხელისუფლება შეიცვალოს.
„ხელისუფლება გვებრძვის წესების გარეშე. აქ საუბარია იმის შესახებ რომ მათ დადეს პირობა არა მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე, არამედ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რომ პროპორციული წესით ჩატარდებოდა არჩევნები, მაგრამ როგორც ჩვევია ივანიშვილს – აქაც გადააგდო სულ ყველა, ის ცნობილი შულერია.
ამის შემდეგ ოპოზიცია კიდევ ერთხელ წავიდა კომპრომისზე, მრავალი კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა ხელისუფლებას, მაგრამ ისინი არიან კვლავ გაჯიუტებული. მათი ტონალობა არის დამარცხებისთვის განწირული პოლიტიკური ძალის პოზა, ხელოვნურად აგულიანებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ძლიერად არიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი განწირული არიან.
კომენტარები