გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატი შოთა კახიძე სუს-ის განცხადებას პასუხობს:
„გიორგი ლორთქიფანიძესთან მქონდა კომუნიკაცია და მან გამორიცხა და სრული აბსურდი უწოდა სუსის დღევანდელ განცხადებას. ამ განცხადებების მიღმა რაიმე სახის ხელშესახები არგუმენტი ან მტკიცებულება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საზოგადოებისთვის არ წარუდგენია. გიორგი ლორთქიფანიძე დაახლოებით 8 წელია ჩვენს ქვეყანაში არ იმყოფება, მას არანაირი შემხებლობა ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია და შესაბამისად, ვერანაირი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები საქართველოში გიორგი ლორთქიფანიძეს ვერ ექნება“
კომენტარები