გამოცემა Nogomania-მ ტოპ 5 ლიგის ახალგაზრდა მეკარეები დაასახელა, რომლებიც უახლოეს წლებში ევროპულ ფეხბურთში მაღალ დონეზე ითამაშებენ. სიაში მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილია.
„აღმოაჩინეთ ევროპის ტოპ 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე, რომლებიც ფეხბურთში ახალ ეპოქას შექმნიან. შეხვდით ახალ ტალანტებს, რომლებიც მომავალ წლებში კონტინენტზე წამყვან როლებში იქნებიან.
მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული გამოცემების ყურადღბას, ძირითადად, შემტევი ტალანტები იპყრობენ, მაგრამ ახალი თაობის მეკარეები ჩუმად ემზადებიან ყურადღების ცენტრში მოსახვედრად. უახლოეს წლებში ევროპულ ფეხბურთში ამ ათი პერსპექტიული ვარსკვლავის დომინირებაა მოსალოდნელი“, – წერს nogomania.
გამოცემა გიორგი მამარდაშვილს ასე ახასიათებს: „საქართელოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2025-26 წლების სეზონის წინ „ლივერპულში“ გადასვლას დათანხმდა. „წითლებმა“ 24 წლის ფეხბურთელი „ვალენსიიდან“ 35 მილიონ ევროდ დაიმატეს. მამარდაშვილი „ენფილდზე“ გადასვლამდე, მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ვალენსიაში“ რჩება.
ევრო 2024-ზე მისი გამორჩეული თამაში საქართველოს ნაკრებს 1/8-ფინალში გასვლაში დაეხმარა და განამტკიცა მისი, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარის რეპუტაცია“.
ევროპის ტოპ10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე
1. გევინ ბაზუნუ (ირლანდია, 23 წლის, „საუთჰემპტონი“, ამჟამად იჯართ ლიეჟის „სტანდარდშია“);
2. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 24 წლის, „ვალენსია“);
3. ბარტ ვერბრუგენი (ნიდერლანდები, 22 წლის, „ბრაიტონი“);
4. მაარტენ ვანდევორდი (ბელგია, 23 წლის, „ლაიპციგი“);
5. ლუკას შევალიე (საფრანგეთი, 23 წლის, „ლილი“);
6. იონას ურბიგი (გერმანია, 21 წლის, „ბაიერნი“);
7. ჟოან გარსია (ესპანეთი, 24 წლის, „ესპანიოლი“);
8. სიონ სუზუკი (იაპონია, 22 წლის, „პარმა“);
9. გიომ რესტი (საფრანგეთი, 20 წლის, „ტულუზი“);
10. ანტონინ კინსკი (ჩეხეთი, 22 წლის, „ტოტენჰემი“).
კომენტარები