ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ისრების გადაწევა თინეიჯერების ძველბიჭურ მენტალიტეტზე და ამის გამო მომხდარ შაქარაშვილის ტრაგედიაზე, ნარატივის სახელისუფლებო კალაპოტია.
არასრულწლოვანებს შორის ჩხუბი ამ ყველაფრის მხოლოდ პირველი სერიაა.
მთავარი და საშინელი – გაგრძელებაა. შაქარაშვილი მოკლეს თბილისიდან ჩასულმა, სრულწლოვანმა დამნაშავეებმა.
დიახ, ქურდული მენტალობის და გავლენების, და დიახ, გავლენიანი მფარველების მქონეთ.
ვინ და როგორ, რატომ არ ვიცოდით დღემდე არაფერი, რატომ მოხდა დაკავებები მხოლოდ დღეს ამდენი მძიმედ დაზარალებულის და ერთი გარდაცვლილის საქმეზე, რაში ჭირდება სიკვდილის მიზეზის დადგენას აგერ უკვე ათი დღე (და ვინ იცის, კიდევ რამდენი) – მთავარში…”
კომენტარები