რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს ე.წ. რისკის სახე დაუმძიმეს და საშიშროების “საშუალო რისკი” – “მომატებული რისკით” შეუცვალეს.
ინფორმაციას გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს. მედიის ცნობით, გიორგი ოკმელშვილი ნახევრად ღაი ტიპის დაწესებულების ნაცვლად, დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, გადაწყვეტილება 14 მარტს იქნა მიღებული.
პუბლიკა აქვეყნებს პენიტენციური სამსახურის მიერ ადვოკატისთვის მიწერილ წერილსაც, რომლის თანახმადაც, გიორგი ოკმელაშვილს “დაუდგინდა საშიშროების “მომატებული” რისკის სახე და სასჯელის მოხდა განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში”.
ამჟამად გიორგი ოკმელაშვილი ქსანში, N10 დახურული ტიპის დაწესებულებაში იმყოფება.
ცნობისთვის, გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით. 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობდა.
კომენტარები