სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადვოკატი გიორგი სიმონიშვილი გარდაიცვალა.
გიორგის დაუდგინდა ლეიკემია და საჭირო იყო კოლოსალური თანხები ძვლის ტვინის ტრანსპლატაციისთვის. იგი ბოლოს მკურნალობდა გერმანიაში, მიუნხენში.
გიორგის მეგობარი, მარიამ ჩხეიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“
გიორგი
როგორი იმედი მქონდა, რომ ამ მძიმე სენს დაამარცხებდა… ამ ბრძოლას მოიგებდა. მოიგებდა ისე, როგორც აქამდე მოუგია თან რამდენჯერ მოუგია დიდი ბრძოლა… გიო
,პირველ რიგში საოცარად კარგი ადამიანი.. შემდეგ კი ძალიან მაგარი ადვოკატი… ბოლომდე იცოდა ბრძოლა. აქაც ასე ბოლომდე იბრძოლა…
ახლახანს გახდა მამა. მერე მძიმე სენზე გავიგეთ მეგობრებმა და რა თქმა უნდა უდიდესი იმედი გვქონდა, რომ ამ ბრძოლასაც მოიგებდა.
ძალიან დიდი უსამართლობაა…ცხოვრება კი ძალიან დაუნდობელია.
ძალიან მაგარი გიო.
კომენტარები