„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიესალმება „ქართული ოცნების“ მზადყოფნას, რომ განიხილონ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ახალი დოკუმენტი.
„ძალიან კარგი, რომ მზად არიან, განიხილონ ეს დოკუმენტი, მივესალმები ამას. იმედია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაც დროულად იქნება, ოპოზიციურ ფორმატებშიც გვექნება საუბარი და მე იმედი მაქვს, რომ ის, რაც უნდა ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევით საზოგადოებას, მოხდება შეთანხმება და დავიწყებთ ამ ურთულესი შეთანხმების იმპლემენტაციას.
ეს შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებიდან დაწყებული, მოიცავს უამრავ საკანონმდებლო ცვლილებას, ახალ ინიციატივებს, რომლებმაც ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს გარემო. ეს უნდა გვესმოდეს, რადგან მე ზოგიერთი მაკვირვებს, რომ ამბობენ, არაფერი ამ შეთანხმებაში არ არისო. მეგობრებო, ასე არ შეიძლება საუბარი. მე ხომ არ ვამბობ, რომ ყველაფერია ამ შეთანხმებაში, მაგრამ ამ შეთანხმებაში არის ის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ახლა შეიძლებოდა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების სახით მხარდამჭერი გზა ევროპული ინტეგრციისკენ. მე ამ დოკუმენტს დავარქმევდი გზას შემდგომი ევროპული, ევროატლანტკური ინტეგრაციისკენ. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა ყველამ უნდა გამოიყენოს.
კიდევ ერთხელ მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, მე მგონი, დადგა ის დრო, როცა თქვენც გაქვთ შესაძლებლობა, რომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანოთ ამ შეთანხმებაში და მემგონი, შეწყალების დრო მოვიდა. გთხოვთ, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული მექანიზმი და შეიწყალოთ რურუა რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კომენტარები