ახალგაზრდა ფეხბურთელი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 12 პირი დააკავეს, ხოლო 109-ე მუხლით – 5. პროკურატურამ 11 იანვარს კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, უტყუარად დადასტურდა მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა.
კომენტარები