ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამის, თამაზ ხომასურიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართა.
პარალელურად, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამაზ ხომასურიძეს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება. აღნიშნულმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა თამაზ ხომასურიძე დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი.
ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმას ედავებიან.
კომენტარები