გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას დღემდე ჯამში 1 500 000 ლარზე მეტი შეწირეს – ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.
TI-ის ცნობით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გიორგი ჭყონია “ქართული ოცნების” ახალი სახე იქნება. საყურადღებოა, რომ ჭყონია 20 კომპანიის წილს ფლობს და 3 კომპანიას ხელმძღვანელობს.
შპს “გზა”, შპს “ბათუმი ცენტრალი” და შპს “შატო კვირიკე” სწორედ ის სამი კომპანიაა, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობენ და 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით 335,638,719 ლარი მიიღეს.
ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ იუსტიციის ახალი სახლის ფართი ბათუმში გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა. იჯარაში ჭყონიას კომპანია სახელმწიფოსგან ყოველწლიურად 704,880 ლარს მიიღებს.
იორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია. ის ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს. გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან 3 – Შპს „გზა”, შპს „ბათუმი ცენტრალი” და შპს „შატო კვირიკე” აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით მიიღო 335,638,719 ლარი.
ბიზნესმენი გიორგი ჭყონია (მარჯვნიდან პირველი) აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და ბიზნესმენებთან ერთად კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტი, რომელშიც უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სწორედ ბათუმში მოქმედმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს.
შემოსავლები სახელმწიფო შესყიდვებიდან:
- Შპს „გზამ” 30 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან მიიღო 9,589,953 ლარი და მოგებული 95 ტენდერიდან 325,765,401 ლარი. ამ შემოსავლების 67% უკონკურენტოდ ან კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო.
- შპს „ბათუმი ცენტრალმა” (ყოფილი შპს „GEORGIA INN”) 10 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან მიიღო 17,430 ლარის შემოსავალი.
- შპს „შატო კვირიკემ” (ყოფილი შპს „აგროტექსერვისი ქობულეთი”) 220,286 ლარი მიიღო 36 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან და 45,649 ლარი 2 მოგებული ტენდერიდან, საიდანაც 1 ტენდერი მოიგო უკონკურენტოდ და 1 კონკურენტის დისკვალიფიკაციის შედეგად.
კომენტარები