ასეთ დროს არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს ტკივილს შეუმსუბუქებს ეს არის სრულიად საქართველოს ტრაგედია – გიორგი ვაშაძე შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
“ჩემი და “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის სახელით მწუხარებას გამოვთვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო. მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს.
ეს არის კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია ჩვენთვის. ამ მძიმე ჟამს არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა გეტყვით რომ მხნედ უნდა იდგეთ. ეს არის სრულიად საქართველოს ტრაგედია.
კიდევ ერთხელ ვუსამძირებთ ყველას ამ უმძიმეს დანაკარგს და შემთხვევის შედეგად დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ” – წერს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გიორგი ვაშაძე
კომენტარები