დეპუტატი, ხატია დეკანოიძე, გიორგი გახარიას მოწოდებებს გაერთიანებაზე და წყენების დავიწყებაზე პასუხობს და ამბობს:
არ ვიცი, გიორგი რას გულისხმობდა, მაგრამ შემიძლია დავეთანხმო იმაში, რომ პოლიტიკაც და დემოკრატიაც არის კომპრომისი. მე მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ერთმანეთში ვისაუბროთ. მინდა იმ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც ნაცი და ქოცი არ არსებობენ და ყველა ჩვენი მოსაზრებით ვართ დემოკრატიულ პროცესში ჩართული.”
კომენტარები