ცოტა ხნის წინ, ნინო გიორგობიანმა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა დაადასტურა, რომ სწორედ მისი ნათესავია.
ნინო გიორგობიანმა დაადასტურა, რომ იაგო ბრეგვაძემ პოლიცია გამოიძახა – მიუხედავად ამისა, შსს ჯერ კიდევ არ გვცემს ჟურნალისტებს პასუხს იმაზე – რატომ არ დაიწყეს პოლიციელებმა ახალგაზრდების ძებნა, რატომ არ აღიძრა საქმე, რატომ არ არის იაგო პირველივე დღეს დაკითხული?
როგორ მოხდა რომ პოლიცია ჩავიდა შემთხვევის ადგილას, ჩავიდა “შკოდის” ავტომობილთან ერთად, სადაც ჯერ კიდევ არ ვიცით, რომელი უწყების ძალოვნები ისხდნენ და მოდიან უკან, მოჰყავთ მხოლოდ იაგო – მაშინ როცა, უკვე შეტყობინება გადაცემულია და შსს-მ იცის, რომ დაპირისპირებაში რამდენიმე ბიჭი მონაწილეობს.
პოლიცია ტოვებს შემთხვევის ადგილს, არ იძახებს კრიმინალისტებს, არ მიდის იუბილართან მონაცემების შესაკრებად, ტოვებს სამხილებით სავსე ადგილებს და მოდის…
მას შემდეგ, რაც ნინო გიორგობიანმა დაადასტურა, რომ იაგომ მართლაც შეატყობინა შსს-ს თავდასხმაზე – ჯერ შსს-ზეა – უნდა გაგვცეს პასუხი მინისტრმა, რატომ არ იმოქმედეს მისმა თანამშრომლებმა კანონის შესაბამისად?
იქნებ, რომელიმე კანონში წერია, რომ თავდასხმის ფაქტზე გამოძახებული პოლიცია, მიდის, მოჰყავს ერთი დამალული და დანარჩენების ამბავს არ კითხულობს?
იქნებ, რომელიმე კანონში წერია, რომ ადგილი, სადაც იმალებოდა იაგო და ადგილი, რომელზეც ახალგაზრდა ამბობს, რომ მოხდა დაპირისპირება, არ უნდა იყოს შემოსაზღვრული? დანაშაულის ადგილი, უნდა იყოს თუ არა დაცული კრიმინალისტების მისვლამდე?
გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობლის მონათხრობის მიხედვით, როცა დედა მისი პოლიციაში, მას ეუბნებიან, რომ ზარი არ შემოსულა და საქმე აღძრული არ არის – რატომ?
როგორც უკვე გითხარით, ჯერ მინისტრ გომელაურზეა, მას შემდეგ რაც მისი პიარის სამსახურის უფროსი საქმეში დაინტერესებული პირია – უკვე მხოლოდ მისგან ველით კითხვებზე პასუხს.
პოლიციაში ზარი შევიდა პირველივე თავდასხმისას – დაახლოებით 00.40-00.45 წუთებს შორის – შეეძლო თუ არა პოლიციას გიორგის გადარჩენა, თუ დროულად დაიწყებდა მოქმედებას? – ამ კითხვაზეც ველოდებით მინისტრისგან პასუხს – სხვათა შორის, ეს კითხვა “ალიამ” ჯერ კიდევ 30 ივნისს დასვა.
ალია
კომენტარები