გიორგობის დღესასწაულზე გორში, გორიჯვრის ეკლესიაში ასვლა მომლოცველებს ფეხით შეეძლებათ. დილიდან ტაძარში მისასვლელი სამანქანო გზა დაიკეტება.
ადგილზე ვითარებას საპოლიციო ძალები გააკონტროლებენ.
განსხვავებით წინა წლებისგან, საზეიმო წირვას, რომელიც ტრადიციულად ღამით იმართებოდა ხოლმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი დილას 9 საათზე დაიწყებს.
შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებით დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
კომენტარები